323982028_1659230471161708_5138987373320303167_n

სიახლე

„კატევე დეველოპმენტი” – გზა მუდმივი გაუმჯობესებისკენ

„კატევე ჯგუფი“ უკვე 21 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და თავისი პროდუქციით მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში გადის. შესაბამისად, ჰოლდინგს საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ამ ეტაპზე „კატევე დეველოპმენტიც“  შემდეგი მიზნით იწყებს მუშაობას  – საერთაშორისო ასპარეზზე თავი უპირველესად წარმოაჩინოს, შემდეგ კი, დაიმკვიდროს.

 

„კატევე დეველოპმენტის“ დაარსების პერიოდში კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს დაბრკოლება დიდ შესაძლებლობად იქცა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ხდება ბიზნესის განვითარება. “საკმაოდ დატვირთულ დეველოპერულ ბაზარზე წარვსდექით ახალი ხედვით – მშენებლობის პროცესში გამოგვეყენებინა მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალები, ენერგოეფექტური, ეკომეგობრული საცხოვრებელი კომპლექსები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ხედვას კომერცია ისრუტავს და მშენებლობის ხარისხიც შესაბამისად ვარდება. ჩვენ საპირისპიროსკენ ვისწრაფვით და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად ხარისხსა და მიდგომას ვაუმჯობესებთ. სწორედ ეს გამოგვარჩევს და უპირატესს გვხდის სხვა კომპანიებთან მიმართებით “ – ჩვენთან საუბარში აღნიშნავს KTWჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და დასძენს, რომ დღეს „კატევე დეველოპმენტის“ საქმიანობა საპროექტო-სამშენებლო ხაზის სრულ პაკეტს მოიცავს და რომ კომპანია მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნებს, საქმიანობაში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების დანერგვით, სრულად აკმაყოფილებს.

 

„კატევე დეველოპმენტში” მიაჩნიათ, რომ მათი მიღწევები, მათივე პროექტებია. კომპანიას სხვადასხვა პროფილის მქონე არაერთი პროექტი აქვს შესრულებული, რითიც სამშენებლო ბაზარზე თავის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. უახლოეს მომავალში კი, ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი, „მთაწმინდა პანორამაა“, რომელიც როგორც კომპანიის გაყიდვების დირექტორი თამარ სეფერთელაძე აღნიშნავს, გამორჩეულია თავისი კონცეფციით, უნიკალური ადგილმდებარეობით და მშენებლობის ხარისხით – „ამ პროექტით მსურველებს შესაძლებლობას ვაძლევთ იცხოვრონ მშვიდ, ჯანსაღ და მწვანე გარემოში. დღევანდელობაში თანამედროვე ადამიანებისთვის ურბანული ხმაურისგან დაშორებულ და მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე ცხოვრება იქცა მიმზიდველად, თუმცა ამავე დროს, ქალაქის ცენტრთან სიახლოვე კვლავაც პრიორიტეტულად რჩება. ჩვენი პროექტი ყველა ზემოჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებს – ის ქალაქის ცენტრალური, რუსთაველის გამზირიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს და მას თბილისში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი რეკრეაციული ზონა – მთაწმინდის ფერდობი დაჰყურებს. აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის, ენერგოეფქტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები გამოიყენება: ბედეგის იზობლოკი უმაღლესი ხარისხის ხმო- და თბოიზოლაციით. „მთაწმინდა პანორამა“ 40%-მდე ენერგოეფექტური შენობაა, რაც კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. „მთაწმინდა პანორამა“ იქნება თანამედროვე, დახვეწილი და კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომლიდანაც მთელ თბილისზე პანორამული ხედი გადაიშლება. ჩვენთვის საამაყოა, რომ  ასეთი მასშტაბის პროექტებს ვქმნით“.

 

„მთაწმინდა პანორამა” პანდემიის დროს დაწყებული პროექტია და, რა თქმა უნდა, მთელს ამ პროცესს, თან ახლდა სირთულეები, გამოწვევები: „გამონაკლისები არ ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც მსოფლიო ეკონომიკა და ბიზნესი უახლოს წარსულში დადგა – COVID 19 და თანმდევი სირთულეები იყო. პანდემიურმა კრიზისმა დეველოპერულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ვალუტის გაუფასურების, რამდენჯერმე გამოცხადებული შემზღუდავი რეგულაციები უარყოფითად აისახა უძრავი ქონებისა და ტურიზმის ინდუსტრიებზე. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან აქტიურმა ნაბიჯებმა, ჩვენს მიერ განხორციელებულმა ეფექტურმა ანტიკრიზისულმა გეგმამ, შესაძლებლობა მოგვცა საქმიანობა, პანდემიის მიუხედავად, ახალი ძალებით გაგვეგრძელებინა“ – გვიყვება ზურაბ ჩხაიძე და აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, სწორედ ამ პერიოდში მათ შეძლეს განეახლებინათ სავაჭრო ცენტრის, ოფისებისა და აპარტამენტების მშენებლობა ფიროსმანის ქუჩაზე და მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი სწორად დასახული გეგმის, მიზნისკენ სწრაფვის სურვილითა და პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდის სრული ერთიანობით შეძლეს – “ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელებაში გადამწყვეტ როლს მისი გუნდი და ერთიანობა ასრულებს. მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული მიზანი და მის მისაღწევად გუნდის თითოეულმა წევრმა საკუთარი საქმე მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოს. „კატევე დეველოპმენტში“ სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ადამიანები შეიკრნენ, რომლებსაც პროფესიონალიზმი გამოარჩევთ. გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით, ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს. „კატევე დეველოპმენტის“ გუნდი საერთო მიზანს ემსახურება – შექმნას მაღალი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებზე ორიენტირებული პროექტები. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ კომპანიის პოლიტიკა, ხარისხზე ორიენტირებული,  მუდმივი გაუმჯობესებისკენ იყოს მიმართული,” – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

 

ამ შემართებით „კატევე დეველოპმენტი“ სამომავლოდ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს, მათი სამომავლო ხედვა ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებ-დანერგვაზე. ქვაკუთხედი კი, რომელზეც კომპანია დგას, ხარისხიანი მასალებით, ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მშენებლობა და მომავალი მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა.

 

გაიგე მეტი

სხვა სიახლეები

ka_GEGeorgian

ტელეფონი

+995 598 02 00 22
+995 032 2 237 700

ელ. ფოსტა

sales@ktwdevelopment.ge